პაატა გუგუშვილი

იანვარი 2, 2021

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები 2020: ეძღვნება აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115 წლისთავს

Filed under: 08 პაატა გუგუშვილზე — ბესარიონი @ 11:40 PM

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

კრებული ეძღვნება აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115 წლისთავს. მის პირველ თავში წარმოდგენილია პაატა გუგუშვილის მოღვაწეობის შესახებ ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ამონარიდები. მეორე თავში მოტანილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა მეცნიერული შრომები, ხოლო მესამეში – ინსტიტუტის გარეთ მოღვაწე დემოგრაფთა სამეცნიერო სტატიები.

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები

რედაქტორი და შემდგენელი: ავთანდილ სულაბერიძე

ივანე ჯავახიშვილი

პაატა გუგუშვილმა უკვე სადოქტორო დისერტაციის წარმოდგენამდე გამოქვეყნებული მთელი რიგი დიდმნიშვნელოვანი გამოკვლევებით გაამდიდრა ისტორიული და ეკონომიკური ლიტერატურა და დისერტაცია ახალგაზრდა მკვლევარის მიერ დიდძალი ლიტერატურული და საარქივო მასალების შესწავლის და მეცნიერული ანალიზის ძლიერი ნიჭის გამოვლინების მხოლოდ ერთ-ერთი დადასტურებაა.
… მან უკვე არაერთი საყურადღებო ცნობა შესძინა ეკონომიკურ საისტორიულ მწერლობას. უკანასკნელად გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის აღსანიშნავია მისი ღვაწლი, რომ საარქივო მასალებში მან იპოვა ვახტანგის კანონების იმ დანართი ნაწილის ქართული დედანიცა და მისი შედგენილობის დროცა და გარემოებაც გამოიკვლია, რომლის მხოლოდ რუსული თარგმანი იყო შერჩენილი.

1940 წლის მაისი

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.