პაატა გუგუშვილი

ოქტომბერი 14, 2008

თარიღები

Filed under: 07 თარიღები — ბესარიონი @ 4:34 PM

1905 28 (15) სექტ. დაიბადა სოფ. კოდორში, აბაშის რაიონი, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია (შესაძლოა 1904).

1906 (7) 15 სექტ. მონათლა თედორე ხოშტარიამ

1912-1914 სწავლობდა კოდორის ‘განათლების სამინისტროს ერთკლასიან სასწავლებელში’

1914(15)-1917 სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ 1916 წელს გახსნილ 4 კლასიან საქალაქო სასწავლებელში

1916 გარდაეცვალა დედა

1917(18)-1920 სწავლობდა ფოთში, ჯერ ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში, 1917-დან ფოთის გიმნაზიაში

1920-1922 სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, შემდგომ – ტექნიკუმში

1922 ზაფხული ცხოვრობდა კოდორში, თბილისის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე

1922-1923 მუშაობდა თბილისის ტელეფონის ქსელის სამმართველოში – მონტიორად, მოანგარიშედ, ბუღალტრად

1923-1927(28) სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჯერ მათემატიკის, 3 თვე) სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე – დაამთავრა ფინანსისტ-ეკონომისტის სპეციალობით

1922-3? ცხოვრობდა დედის ძმასთან-ბიძიასთან, იონა კიზირია და დეიდასთან

1924-1925 მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობის N 1 სტამბაში – ასოთამწყობად

1925-1926 საქართველოს სამთამადნო მუშათა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობის მოანგარიშე

1926 მუშაობდა რსფსრ სახელგამი (მოსკოვი), სტატისტიკოსად

1928-1929 მუშაობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის კომიტეტის ბუღალტრად, მთავარი ბუღალტრად

1930-1940 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი

193? ცხოვრობდა ლიბკნეხტის ქუჩაზე, და შურასთან ერთად

1928-1966 მუშაობდა თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის არქივებში წყაროების გამოვლენასა და შესწავლაზე

1930-1968 თსუ ეკონომიკურ ფაკულტეტზე კითხულობდა სახალხო მეურნეობის ისტორიის, ტექნიკის ისტორიისა და პოლიტიკური ეკონომიის კურსს

1934 იმოგზაურა ხევსურეთში კ. გამსახურდიასთან და გიორგი გამყრელიძესთან ერთად

1936.4 დაქორწინდა თამარ თოდაძეზე

1936 გარდაეცვალა და, ლუბა, ნაწლავების ტუბერკულიოზით

1937 გარდაეცვალა ვაჟიშვილი (გიორგი, 3 თვისა), დიზინტერიით

1938(37) გარდაეცვალა მამა ბესარიონი, დაბ. 1879 წ., ფილტვების ანთებით

1938 თსუ სამეცნიერო საბჭომ honoris causa მიანიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი

1939 გარდაეცვალა მეუღლე თამარი, ფილტვების ტუბერკულიოზით

1939, ოქტ შედის სკკპ წევრად

1940 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია

1940 გარდაცვალებამდე, თსუ პროფესორია

1940-1945 თსუ პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგეა

1941, იანვარი გარდაეცვალა და, ალექსანდრა, ხერხრმლის ტუბერკულიოზით

1941-1943 შეთავსებით გაწვეული იყო ‘დესანტების გამანადგურებელ’ თავდაცვის ბატალიონში

1943.7.4 იწონის 76 კილოგრამს (ომის სიდუხჭირეში დაუკარგავს 12 კილოგრამი

1944-1976 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის (მისი ინიციატივით დაარსებული) ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორია

1944 დაქორწინდა ნინო მიქაბერიძეზე

1944 დაჯილდოვდა მედლით ‘კავკასიის დაცვისათვის’

1945-დან საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების ბიუროს წევრია

1945.5.6 შეეძინა ვაჟი, ბესარიონი

1947.1.15 შეეძინა ვაჟი, გულბაათი

1948-დან საქართველოს საზოგადოების ‘ცოდნის’ გამგეობის წევრია

1951 ნოემბ მონაწილეობს სკკპ ცკ მიერ მოსკოვში მოწყობილ ეკონომიკურ დისკუსიაში

1953 მოხსნეს დირექტორობიდან 20 მარტს, აღადგინეს (რეაბილიტირება) 27 მაისს

1954 დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით

1956-დან სსრკ საგეგმო კომიტეტის წევრი

1958-დან უცხოეთთან მეგობრობისა და კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების გამგეობის წევრი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საქციის თავმჯდომარე

1958-1962 საბჭოთა სოციოლოფიური ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი (მოსკოვი)

1958-1967 ჯურნალ ‘საქართველოს ეკონომისტის’ მთავარი რედაქტორია

1959 მონაწილეობდა მოხსენებით სოციოლოგთა მე-4 მსოფლიო კონგრესის მუშაობაში (იტალია), აირჩიეს მსოფლიო სოციოლოგიური ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის წევრად

1960-1970 საბჭოთა სამეცნიერო ეკონომიკურ დაწესებულებათა ასოციაციის (მოსკოვი) პრეზიდიუმის წევრი

1961 აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიი წევრ-კორესპონდენტად

1962 მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება

1963-დან ჟურნალ ‘მაცნეს’ სარედაქციო კოლეგიის წევრი (საქ სსრ მეცნ. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ორგანო)

1965 მონაწილეობდა მეცნიერების განვითარების ბრიტანული ასოციაციის კონგრესის მუშაობაში (ბირმინჰემი, ლონდონი)

1966-დან ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავმჯდომარე

1966 დაჯილდოვდა ‘საპატიო ნიშნის’ ორდენით”

1968-დან კითხულიბდა სოციოლოგიის კურსს თბილისი სახლმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე

1970 ეკონომიკური ისტორიის მე-5 მსოფლიო კონგრესის ორგკომიტეტის წევრი (ლენინგრადი). მონაწილეობდა სოციოლოგთა ბე-7 მსოფლო კონგრესის მუშაობაში (ბულგარეთი)

1971-დან საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების გამგეობის წევრი

1974 მარტი აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებაში

1974 ეკონომისტთა მე-4 საერთაშორისო კონგრესის ორგკომიტეტის წევრი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)

1975 მონაწილეობდა საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის მე-40 სესიის მუშაობაში (ვარშავა, კრაკოვი პოლონეთი)

1976 გაანთავისუფლეს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან

1976-დან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემათა განყოფილების გამგე

1976-დან საქ. სსრ მეცნ. აკად. პეზიდიუმთან არსებული საქართველოს მოსახლეობის (დემოგრაფიის) სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

1977-1979, 1981- 1983, 1985 ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიულ ექსპედიციებს რესპუბლიკის რაიონებში

1981-დან სსრკ მეცნ. აკად. პრეზიდიუმის და სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახ. კომიტეტთან არსებული ‘სსრკ მოსახლეობის, შრომითი რესურსებისა და შრომის დაცვის პრობლემური კომისიის’  (მოსკოვი) წევრი

1987.2.27 გარდაიცვალა

1990 ივლისი გარდაეცვალა ვაჟიშვილი გულბაათი, 1989 წ. 9 აპრილს მიღებული მოწამვლის შედეგად

1992 გარდაეცვალა მეუღლე ნინო

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი ეკონომიკა პოლიტეკონომია პოლიტიკური ეკონომია სოციოლოგია დემოგრაფია სახალხო მეურნეობის ისტორია სტატისტიკა მეურნეობა ჟურნალისტიკა კონსტანტინე გამსახურდია ხალხთმოსახლეობა სტამბა გამომცემლობა შრიფტი შრიფტები საქართველო ამიერკავკასია კავკასია

Advertisements

Create a free website or blog at WordPress.com.