პაატა გუგუშვილი

ოქტომბერი 16, 2008

პ.გუგუშვილი: დღიურები, ჩანაწერები და მოგონებები

Filed under: 01 დღიურები — ტეგები:, , — ბესარიონი @ 1:25 AM

იხილეთ არქივი:
https://app.box.com/s/69938250a7f6b2b8cd52

აგრეთვე:
https://www.scribd.com/collections/3322842/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

პ.გუგუშვილის დღიურები, ჩანაწერები და მოგონებები მოიცავს 1933-1978 წლებს და შედგება 15 „საერთო“ რვეულისაგან:

  • რვეული 1
    11 იანვარი 1933 – 1 მაისი 1938
    რვეული 2
  • 10 აპრილი 1930 – 18 ივნისი 1936 [ 1939 ]
    რვეული 3
  • 7 თებერვალი 1939 – 11 ოქტომბერი 1943
    რვეული 4
  • 21 თებერვალი 1944 – 1946
    რვეული 5
  • 5 ივლისი 1947 – 1960
    რვეული 6
  • 25 იანვარი 1960 – 1963 [ 1967 ]
    რვეული 7
  • 1962 – 1966
    რვეული 8
  • 3.11.1967 – 5.6.1968
    რვეული 9
  • 21 აპრილი1968 – 1970
    რვეული 10
  • 2 ოქტომბერი 1970 – 10 დეკემბერი 1974
    რვეული 11
  • 1975 – 1977
    რვეული 12
  • 4 იანვარი 1978 – 1978
    რვეული 13
  • 5 იანვარი 1980 – 1982
    რვეული 14
  • 21 იანვარი 1983 – 1985
    რვეული 15
  • 18 თებერვალი 1986 – 22 თებერვალი 1978

ზემოთ ბმულებზე მითითებული მასალის გამოყენება დაშვებულია / ნებადართულია მხოლოდ მეცნიერული კვლევისათვის. ამ მასალის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე სახით გამოქვეყნება / პუბლიკაცია ბეჭდურ (წიგნები, გაზეთები, ჟურნალები) ან რაიმე სხვა სახის მედიაში (რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი) დაუშვებელია საავტორო უფლებების მესაკუთრის საგანგებო წერილობითი ნებართვის გარეშე. ამ მასალის (CD / კომპაქტ დისკოზე ჩაწერილი ინფორმაციის) ასლის/ასლების გაკეთება დაუშვებელია. კატეგორიულად აკრძალულია ამ მასალის მასობრივი ტირაჟირება / კოპირება და გავრცელება დიგიტალური ფორმით (CD, მაგნიტური მატარებლები და სხვ.) ან ნებისმიერი სხვა ფორმით.

© ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი

Advertisements

გუგუშვილების გვარი და მათი სააზნაურო ღერბი

გუგუშვილების გვარი (გუგუშვილი, Gugushvili, Gougouchvili, Гугушвили) არ არის მრავალრიცხვოვანი, თუმცა საკმაოდ თავისებურია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ გვარის ძირში შემავალი „გუგუ“ მოდის ძველქართული „გუგუა“-დან – რაც მეჯოგეს, მენახირეს ნიშნავს. მეჯოგე/მენახირე-დან წარმომავალი გვარები საერთოდ პროფესიაზე მიმთითებელ უძველეს და ძალზე გავრცელებულ გვარებად ითვლება – მაგ. ინგლ. Shepherd; რუსული Пастухов და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ „გუგუ“-ს ძირიანის გარდა ამ პროფესიის მიმთითებელი გვარი ქართულში ნაკლებად მოგვეპოვება.

გუგუშვილების გვარიშვილების დიდი ნაწილი თავს მეგრელებად თვლის, თუმცა არიან აფხაზი, რაჭველი და კახელი გუგუშვილებიც – ამის მიუხედავად ყველა კუთხის გუგუშვილი თავის ნათესაობას აღიარებს. მეგრელ გუგუშვილებს შორის დადის ზღაპარი, თითქოს ეს შტო აფხაზეთიდანაა ჩამოსახლებული (იქ მომხდარი რაღაც უსიამოვნობების გამო) და სამეგრელოში თითქოს ოდესღაც „გუგუსკუებად“ იწერებოდნენ, მაგრამ ეს არ დასტურდება არავითარი დოკუმენტური ან თუნდაც დამაჯერებელი ზეპირსიტყვიერი მასალით (ეს ასპექტი პ.გუგუშვილმა დიდი ინტერესით შეისწავლა და მეგობარი ისტორიკოსები და ხელნაწერთა სპეციელისტებიც დაიხმარა). როგორც ჩანს — უფრო მეტი საფუძველი აქვს ამ გვარის აღმოსავლურ-ქართულ წარმოშობასა და შემდგომ გავრცელებას ჯერ იმერეთ-რაჭაში და შემდგომ სამეგრელოსა და აფხაზეთში.

ჩემი ამ სტატიის მოსაზრება: «უფრო მეტი საფუძველი აქვს ამ გვარის აღმოსავლურ-ქართულ წარმოშობასა და შემდგომ გავრცელებას ჯერ იმერეთ-რაჭაში და შემდგომ სამეგრელოსა და აფხაზეთში» მცდარი აღმოჩნდა… —Y-DNA ანალიზი (ანუ აბსოლუტურად ობიქტიური მეცნიერული მონაცემები) ცალსახად ადასტურებს, რომ გუგუშვილები (მინიმუმ ჩემი ნათესაობა) „კოტიას მღვიმის“ ბინადრის პირდაპირი შთამომავალია და მათი საწყისი გავრცელების რეგიონი რიონის ხეობაა სულ ცოტა ბოლო 10.000 წლის განმავლობაში… [ბესარიონ გუგუშვილი]

თუმცა ტრადიციით ყველა გუგუშვილი ერთი საწყისი ოჯახის ჩამომავლებად ითვლება და ყველა აზნაურობას ჩემულობს – ამ გვარის მატარებელი ყველა წევრი ალბათ არ იყო ფეოდალური მამულისა და შესაბამისად – ყმების მფლობელი, ამის მიუხედავად ყველა საერთო ოჯახის წოდებრივ ნიშნებზე პრეტენზიას ინარჩუნებდა. არც სიმდიდრით გამოირჩეოდნენ აზნაური გუგუშვილები – უმეტესობას სარჩენლად ორი-სამი კომლი გლეხი გააჩნდა, – დადიანს ბევრი მებრძოლი სჭირდებოდა, – აზნაურობისათვის სამსახურის სანაცვლოდ გასაცემი გლეხები კი ცოტა ჰყავდა. ხშირად აზნაურ გუგუშვილს მხოლოდ ერთი კომლი გლეხი გააჩნდა – ესეც საკმარისი იყო. ხშირად ფორმალურად ყმა-გლეხები აზნაურებს დამოყვრებული ჰყავდათ ნათლულობის მეშვეობით -ურთიერთობისა და კავშირის განსამტკიცებლად. აზნაურს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა თუნდაც ერთი მხლებელი. აზნაური გუგუშვილი შრომასაც არ ერიდებოდა და ძალზე ხშირად განათლებითა და პროფესიული ცოდნით ცდილობდა საზოგადოებაში საპატიო ადგილის მოპოვებას და სამშობლოს სამსახურს.

მეგრელი გუგუშვილების ერთი შტო პ.გუგუშვილის ცნობით ძველად გოშუების გვარის თავადებიც ყოფილან (ე.ი. გოშუების და გუგუშვილების შტოებს საერთო ძირი ჰქონდათ ან გადაიკვეთებოდნენ – შესაძლოა ქორწინებით). გუგუშვილებში ისტორიაში ცნობილი პირი იყო გიორგი გუგუშვილი, რომელიც დადიანის ელჩი ყოფილა რუსეთში 16-17 საუკუნეების მიჯნაზე.

აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც აზნაურ გუგუშვილებს დაუკარგავთ ფეოდალური მამული (თავადის მიერ აზნაურისათვის სამსახურის ფასად მიცემულ მამულს ფორმალურად “საკარგავი” ერქვა) და შესაბამისად წოდებაც – სხვადასხვა გარემოებების გამო – პატრონთან დაპირისპირება და სხვა. ამ თვალსაზრისით აზნაურთა კლასი გაცილებით უფრო დამოკიდებული იყო ზემდგომი ფეოდალის ნებაზე, ვიდრე თავადთა კლასი. ასევე აღნუსხულია შემთხვევები (არის საარქივო მასალა), როდესაც მათ მამული და წოდება აღიდგინეს. მაგ. სასამართლო დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში გუგუშვილების ერთ ოჯახს რუსის მეფის კარმა აზნაურობა ჩამოართვა მოჯანყეობის გამო (არაერთი სასამართლოს შემდეგ ამ ოჯახის ზოგიერთ წევრს წოდება დაუბრუნეს).

აზნაური გუგუშვილები (GUGUSHVILI) ვებში გამოქვეყნებული მასალიდან მოხსენიებულია “რუსეთის იმპერიის” გენეალოგიურ სიაში -ავტორი T.F.Boettger. აქ იგი წყაროდ მოიხსენიებს IPSL  -“Imennyi posemeinyi spisok litsam priznannym v tavadskom i aznaurskom dostoinstvo po Mingrel . St. Peterburg, 1880. [List of persons recognised in the princely and noble dignity of Mingrelia]”. აგრეთვე მისსავე – “იმერეთ, გურია, სამეგრელოს კეთილშობილ გვართა სიაში”.

Именный посемейный список лицам, признанным в тавадском и азнаурском достоинстве по Мингрелии. СПб., 1880. 447 с. [Отношение Кавказскогокомитета, представленное в ГосударственныйСовет 14 февраля 1880 г.]

T.F.Boettger: „List of persons recognised in the princely and noble dignity of Mingrelia“

გუგუშვილების წარმომადგენლები:
მე-20-ე საუკუნის დასაწყისში საკმაოდ ფართო სამეცნიერო და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა ემიგრაციაში ანდრია გუგუშვილი — A.Gugushvili (Gougouchvili), მისი ნაშრომი: Ethnographical And Historical Division Of Georgia, A Journal Of Georgian And Caucasian Studies, Vol. I, No. 2-3, London 1936; ერთ ხანობას იგი ბრიტანეთის სამეფო საავტომობილო კლუბის მდივანიც იყო.

ქართული ეკონომიკური სკოლის პატრიარქად თვლიან აკადემიკოს პაატა გუგუშვილს. უახლეს პერიოდში ცნობილი გუგუშვილები არიან: თეატრთმცოდნე ეთერი გუგუშვილი, ბიოლოგი პროფესორი გუგული გუგუშვილი, ოპერის მომღერალი თემურ გუგუშვილი, მხატვარი გია გუგუშვილი.

ამ გვარის გენეალოგისათვის საინტერესო დოკუმენტი საბჭოთა არქივების განსაიდუმლოვების შემდეგ აღმოჩნდა. ეს არის ამ გვარის აზნაურთა ღერბი. როგორც ღერბის მონოგრამა გვაუწყებს – იგი შეუსრულებიათ ვინმე მ. გ.-სათვის (მამია?, მიხეილ?). საქართველოში საერთოდ, დიდ და ცნობილ ქართველ აზნაურებსაც კი შედარებით იშვიათად გააჩნდათ გაფორმებული ღერბები და მით უმეტეს რუსეთის იმპერიის კარზე ოფიციალურად დარეგისტრირებული დოკუმენტებით – პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პროცედურა რთული იყო (აზნაურისათვის აუცილებელი იყო მისი ბატონის — მეფის ან თავადის თანხმობა) და გაფორმებაც (მატრიკულის წიგნში შეტანა) საკმაოდ ძვირიც ღირდა (არაფერი რომ ვთქვათ მხატვრის შრომის ანაზღაურებაზე).

აგრეთვე:
იხილეთ ჰერალდიკისა და კერძოდ გუგუშვილების ჰერალდიკის მცირე მიმოხილვა >>>

 

 

 

ქვემოთაა გუგუშვილების ღერბის ავატარები — შეგიძლიათ გადიწეროთ და გამოიყენოთ

   

   

გუგუშვილების საგვარეულო ღერბის სხვა მაგალითები იხილეთ აქ >>>

 

Create a free website or blog at WordPress.com.